რუსული კანონი ქართველმა ემიგრანტებმა მილანშიც გააპროტესტეს
რუსული კანონი გააპროტესტეს იტალიაშიც. საქართველოს მოქალაქეები მილანის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმეს. იძულებით შრომით მიგრაციაში მყოფმა ქართველებმა ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სადავო კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლება ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს.