კლინიკაში, სადაც ტვ პირველის ოპერატორს მკურნალობდნენ, რეგულირების სააგენტო შევიდა

11.07.21 14:46
კლინიკაში, სადაც ტვ პირველის ოპერატორს  მკურნალობდნენ, რეგულირების სააგენტო შევიდა

"ნიუ-ჰოსპიტალსში" ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა. ტიკარაძის უწყებამ სამედიცინო დოკუმენტაცია უნდა ამოიღოს.საქმე ეხება ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას ჯანმრთელობის მდგომარეობას. რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს, რა დახმარება გაეწია 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის მიერ ნაცემ  ოპერატორს. 

სწავლობს ისტორიას, ეს არის სტანდარტული მოქმედება რეგულირების სააგენტოს მხრიდან, როდესაც სწავლობს გაწეულ დახმარებას პაციენტისა.ყველანი ადამიანები ვართ და ყველა ვართ საფრთხის წინაშე, იმ კონკრეტულ შემთხვევას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენს კლინიკაში, ამ დაავადების მკურნალობას გაეწია ძალიან მაღალპროფესიული დახმარება.მას ჩაუტარდა ოპერაცია თვალბუდეზე, დანარჩენს რეგულირების სააგენტო მოგახსენებთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია იყო ტვინის შერყევა. შეცდომაში შეგიყვანთ და დეტალებზე საუბარი არ მინდა, ამის შესახებ მოგახსენებთ რეგულირების სააგენტო",-ამბობს ექიმი.

 

 

მსგავსი სიახლეები