"ჩვენ არ მივდივართ ევროპაში, ჩვენ ვბრუნდებით საკუთარ სახლში!" - ქართველი ემიგრანტების აქცია ისრაელში
არას რუსულ კანონს ეუბნებიან ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც. "ჩვენ არ მივდივართ ევროპაში, ჩვენ ვბრუნდებით საკუთარ სახლში!" - სკანდირებდნენ თელავივში შეკრებილი ქართველები. პროტესტის რეჟიმში გადასულმა მოქალაქეებმა საქართველოს საელჩოსთან ფიციც დადეს, სწორედ ისეთი პირობა, როგორიც ორი დღის წინ ახალგაზრდებმა თბილისში, გმირთა მემორიალთან.
იძულებით შრომით მიგრაციაში წასული ქართველები ქალაქის ქუჩებში საქართველო-ისრაელისა და ევროკავშირის დროშებით გავიდნენ. ემიგრანტები ფიქრობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეეყანას ახლა რუსეთისკენ მიაქანებს და საშიში კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოსს ისტორიულ შანსს დააკარგვინებენ.
ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს ქართველებს ვინც დღეს იქ იბრძვიან იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიოს რუსეთს ქვეყანამ. ეს თავის დაღწევა ძალიან დიდი სისხლი დაგვიჯდა და დღეს ახალგაზრდების და ბავშვების ადგილი იქ უკვე აღარ არის. საქართველოს ადგილი არის ევროპაში, - ამბობს აქციის მონაწილე.