უნდა დაისაჯოს ვინც არის პასუხისმგებელი - სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე

11.07.21 14:57
უნდა დაისაჯოს ვინც არის პასუხისმგებელი - სალომე ზურაბიშვილი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტვ პირველის ოპერატორის  ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უნდა ჩატარდეს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. პირველი კომენტარი ზურაბიშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის სახლში გააკეთა. პრეზიდენტი ოჯახთან სამძიმარზე ცოტა ხნის წინ მივიდა. 

დიდი ტრაგედია არის ქვეყნისთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, აუცილებელი არის რომ გამოძიებული იყოს და ვინც არის პასუხისმგებელი დაისაჯოს მე ამის თქმა შემიძლია მხოლოდ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.