ექსპერტიზა დაწყებულია - დამოუკიდებელი ექსპერტი საქმეში ჩაერთვება

11.07.21 15:18
ექსპერტიზა დაწყებულია - დამოუკიდებელი ექსპერტი საქმეში ჩაერთვება

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ ექსპერტიზის ბიუროში შეუშვეს. გეჯაძის თქმით, მას სამხარაულიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ საგამოძიებო უწყებამ დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვაზე ნებართვა გასცა. 

მითხრეს, რომ ნებართვა წარდგენილია ჩემი დაშვების თაობაზე წარმოდგენილია ავადმყოფობის ისტორიაც, შევდივარ რომ მივიღო მონაწილეობა ექსპერტიზის პროცესში", - ამბობს გეჯაძე. 

ტვ პირველის გადაწყვეტილებით, ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ჩაატარებს.

საგამოძიებო მოქმედებებს სამხარაულის ბიუროში  დაესწრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც სასამართლოში არხის  ინტერესებს იცავს.