ვიღაცა ვიღაცას რომ დაარტყამს არ ნიშნავს, რომ სამშობლო არ უნდა დავიცვათ - მეუფე სტეფანე

11.07.21 15:42
ვიღაცა ვიღაცას რომ დაარტყამს არ ნიშნავს, რომ სამშობლო არ უნდა დავიცვათ - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე 5 ივლისს მომხდარ ძალადობასა  ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. სტეფანეს თქმით, დაძაბულობა თავად მედიამ შექმნა. 

მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და საზოგადოებას. სამშობლოს დაცვა სხვა რამეა და როცა ემოციას ვერ თოკავ და სამშობლოს დაცვის საბაბით რაღაცას არასწორს აკეთებ ეს არ ნიშნავს, რომ სწორია. ადამიანი რომ გარდაიცვალა არ არის აბსოლუტურად ჩვენი მოწოდების ფარგლებში. კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? იგივე ამბავი იყო, როდესაც თავს მოხვევა ხდება ინფორმაციისა და ისეთი იდეოლოგიისა, რომელიც  არის ტოტალიტარული, იქ ხდება ისეთი სიტუაციებიც როცა არის ფარგლებიდან გამოსული დამოკიდებულება.

ჩემი მოწოდება არის ეხლაც რომ დღეს ტოტალიტარული სისტემის დამონტაჟება ხდება ეხლა თქვენ მიერ. ვიღაცა ვიღაცას რომ დაარტყამს არ ნიშნავს იმას რომ სამშობლო არ უნდა დავიცვათ და არ ვთქვათ ის რაც სიმართლეა", - ამბობს მეუფე სტეფანე.