3 თვეში 27 527 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 160 კგ ასაწონი თუთუნია გამოვლენილი

22.04.24 18:19
3 თვეში 27 527 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 160 კგ ასაწონი თუთუნია გამოვლენილი

სამი თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა/გადაზიდვის 271 ფაქტია გამოვლენილი - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობა 27 527 კოლოფ სიგარეტსა და 160 კილოგრამი ასაწონ თუთუნს შეადგენს.

2024 წლის პირველ კვარტალში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 271 ფაქტი. აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ შეადგინა 27 527 კოლოფი სიგარეტი და 160 კილოგრამი ასაწონი თუთუნი. ღონისძიების ფარგლებში, საქმის მასალები, სადაც გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს," - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები