დედაქალაქი პანიკამ მოიცვა - საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორი რუსულ სტილში გრძელდება

22.04.24 20:36
დედაქალაქი პანიკამ მოიცვა - საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორი რუსულ სტილში გრძელდება

საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორი რუსულ სტილში - სუს-მა ამ დრომდე ვერ გაარკვია, ვინ იდგა ცრუ პანიკის უკან, რომელმაც დედაქალაქი მოიცვა. მოვლენები თბილისში გვიან ღამიდან ზუსტად იმ სცენარით განვითარდა, რასაც რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებში დიდი ხანია იყენებს. ინფორმაცია შესაძლო ტერაქტის შესახებ ჯერ რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე ვირუსულად გავრცელდა. ანონიმურმა წყაროებმა წინასწარ დაწერილი სკოლების მისამართები გამოაქვეყნეს და მკვლელობების სერია დააანონსეს.

დირექტორებმა მშობლები გააფრთხილეს, რომ ბავშვები არათუ სკოლებში უნდა მიეყვანათ, სახლიდანაც კი არ უნდა გაეშვათ. ამიტომ სასწავლო დაწესებულებები დღეს პრაქტიკულად ცარიელი იყო. მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში. სუს-მა ვერსად ვერაფერი აღმოაჩინა. გაჩნდა ეჭვი, რომ "ოცნებამ" რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამო ხალხის სახლში გამოკეტვა ამ ფორმით ჩაიფიქრა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები