სტუდენტებმა სასტუმროს, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ კვერცხები დაუშინეს

22.04.24 20:57
სტუდენტებმა სასტუმროს, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ კვერცხები დაუშინეს

რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებულმა მოქალაქეებმა სასტუმრო "ტიფლისი პალასს" კვერცხები ესროლეს.

ახალგაზრდები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნებამ" საკუთარ მოქალაქეებს უღალატა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო გადაადგილებას მწვანე შუქი აუნთო.

მშვიდობიანი მომიტინგეები ამ წუთებში საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

 

საქართველოს პარლამენტიდან სტუდენტების აქციამ "ტიფლისი პალასასთან" გადმოინაცვლა - სტუდენტები მსვლელობით იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც რუსები პუტინისტურ კონფერენციას ატარებენ. 

მშვიდობიანი მომიტინგეები კედელზე აბრახუნებენ და ცდილობენ, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გამტარებელ პირებს საკუთარი ხმა გააგონონ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წითელი ხაზები გადაკვეთა, ამიტომ მათი თქმით, ხმაური ის ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ისინი პრორუსულად განწყობილი ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები