ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას - კარლ ჰარცელი ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

11.07.21 15:58
ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას - კარლ ჰარცელი  ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ტვ პირველის ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ გმობს იმ ძალადობას, რაც 5 ივლისს მედიის მიმართ განხორციელდა. 

ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას, - წერს კარლ ჰარცელი.