პროტესტის გაზაფხული საქართველოში - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

22.04.24 21:35
პროტესტის გაზაფხული საქართველოში - აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - მშვიდობიანი მომიტინგეები დედაქალის ცენტრალურ გამზირზე ტრანსფარანტებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მისულები.

საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მოღალატე 83 დეპუტატი", "საქართველოს ადგილი ევროპაშია".

"ოცნების" ინიციატივის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს სტუდენტებიც უერთდებიან. თავდაპირველად, ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან მარშით საკანონმდებლო ორგანოსკენ დაირძნენ, შემდეგ კი "ტიფლისი პალასასთან" გადაინაცვლეს, სადაც რუსი პროპაგანდისტები კონფერენციას ატარებენ.

 

მსგავსი სიახლეები