"არა რუსულ კანონს" - აქციის მონაწილეები "ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ
რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი ადამიანები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ - მშვიდობიან მომიტინგეებს სამართალდამცველების კორდონი დახვდათ.
პოლიციის თანამშრომლები ოფისის ასასვლელს იცავენ და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე ასევე კრიმინალური პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე იმყოფებიან.