"ოცნების" ოფისთან სიტუაცია დაიძაბა - ადგილზე ხმაურია
ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - სამართალდამცველებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის ხმაურია.
თავდაპირველად, მშვიდობიანმა მომიტინგეებმა პოლიციას მიმართეს, რომ ერთი ნაბიჯი უკან გადაედგათ, რათა ახალგაზრდებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, რომ ოფისს მიახლოებოდნენ. თუმცა, სამართალდამცველებმა შეკრებილი ადამიანების მოთხოვნა არ გაითვალისწინეს და მათ შორის სიტუაცია დაიძაბა.