სტუდენტები "ოცნების" ოფისთან - შსს ახალგაზრდებს აფრთხილებს

22.04.24 22:48
სტუდენტები "ოცნების" ოფისთან - შსს ახალგაზრდებს აფრთხილებს

"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციის მობილიზებას გომელაურის უწყება "საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით" ხსნის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.

"კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნრბლივბიქნება აღკვეთილი" - წერს უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები