"ოცნების" ოფისი პოლიციის ალყაშია
"ქართული ოცნების" ოფისი პოლიციის ალყაშია მოქცეული - სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცენტრალურ ოფისთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
ამ წუთებში კი რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილი ადამიანები კვლავ საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან. მშვიდობიანმა მომიტინგეებმა პარლამენტთან უნდა გააჟღერონ საკუთარი გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ "ოცნების" ინიციატივის საწინააღმდეგოდ.