ფოთში, ავარიის შედეგად, დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა
ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარია.
უწყება მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურის, 2005 წელს დაბადებული ლუკა ლატარიას გარდაცვალების გამო.
ლუკა ლატარია მიმდინარე წლის 22 აპრილს ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს" - წერია განცხადებაში.