"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - 23 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ სლოგანით 23 აპრილს, 19:00 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
რუსული კანონის წინააღმდეგ შეკრებილმა ადამიანებმა აქციის დაორგანიზების შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთეს.