აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი

23.04.24 11:53
აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი

მოსამართლეები, ვისი გადაწყვეტილებებიც ეჭვქვეშ არის დაყენებული და კორუფციის გამო დაასანქცირეს, ფულად ჯილდოს მიიღებენ. კლანის ერთგულებისთვის მურუსიძის დაჯგუფება მოსამართლეების გულის მოგებას ამჯერად სახელფასო დანამატებით ცდილობს. გადაწყვეტილება მიღებულია - მიმდინარე თვეში მოსამართლეების სახელფასო დანამეტებისთვის მილიონ სამასი ათასი ლარზე მეტი დაიხარჯება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

პრემიას მიიღებს მიხეილ ჩინჩალაძეც - შტატების მიერ კორუფციისთვის სანქცირებული სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც 4 წლის განმავლობაში არცერთი საქმე არ განუხილავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სახელფასო დანამატები კლანის გავლენებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ეს არის კიდევ ახალი დანამატი, რომელიც აპრილის თვეში გადაწყვიტეს, რომ გასცენ მოსამართლეებზე. ოდენობა არის თანამდებობრივი სარგოს 100%, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები მიიღებენ ორმაგ თანამდებობრივ სარგოს აპრილის თვეში და საბოლო ჯამში, ეს ხარჯები, მხოლოდ ერთ თვეში აჭარბებს ერთ მილიონ ლარს. საბჭოს აქვს დისკრეცია, რომ ნებისმიერი სახის ოდენობით გადაწყვიტოს, თუ რას გასცემს მოსამართლეებზე და რა შემოსავალს მიიღებენ ამა თუ იმ თვეში მოსამართლეები. ეს მათ აძლევთ გავლენების შესაძლებლობას სისტემაში, ეს მათ აძლევთ საშუალებას, რომ უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდეთ", - აცხადებს ნაწი ჯანეზაშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები