მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები - შსს-ს განცხადება

11.07.21 16:26
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ოცნების" ოფისთან მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს, - წერს შსს.

მსგავსი სიახლეები