ხარება MONA.GE-ის სათავეშია - კიდევ ვინ შეიყვანეს სიაში?
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და გდდ-ს სხვა მაღალჩინოსნები MONA.GE-ს სიას დაემატნენ. განცხადების ავტორების თქმით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები უშუალოდ მონაწილეობდნენ პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმეგო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ძალადობის ორგანიზებაში.
"დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლებაში" ამბობენ, რომ გდდ-ს თანამშრომლები დაკავებისას და დაკავების შემდეგ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს.
"პირადად ამცირებდა მომიტინგეებს და ძალადობას აორგანიზებდა. მის დაქვემდებარებულებს არ ეკეთათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ზვიად ხარაზიშვილის სახელს უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევა, ასევე 2023 წლის მარტის აქციების დარბევა. გდდ ზვიად ხარაზიშვილის ხელმძღვანელობით ქცეულია სადამსჯელო რაზმად, რომელიც ემსახურება რუსული რეჟიმის ძალადობრივი მეთოდებით დამყარებას", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე სიაში არიან:
- ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი;
- მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი, გიორგი ნასყიდაშვილი;
- ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლევან გოგოლაური;
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამნეტის დირექტორის მოადგილე, მილერი ლაგაზაური;
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამნეტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე;
- პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი, იოსებ არავიაშვილი;
- მართლწესრიგის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გელა გელაშვილი;
- პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, დავით ყამარაული;