სახალხო დამცველი ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

11.07.21 16:23
სახალხო დამცველი ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახში მივიდა. ლომჯარია გარდაცვლილი ოპერატორის ცხედრის ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ გატაცების ფაქტს არადამიანურ დამოკიდებულებად აფასებს.  

პირველ რიგში პასუხისმგებლობას ვაყენებ როგორც პოლიტიკოსებზე, ასევე სამართალდამცავ ორგანოებზე და ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებზე, სახელმწიფოზე იმიტომ რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები წლების განმავლობაშია და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან ღიად იმუქრებოდნენ, რომ ჩაიდენდნენ ძალადობას. სახელმწიფოს ჰქონდა ყველა წინაპირობა, ინფორმაცია რომ ესენი არიან ძალადობრივი ჯგუფები, მიუხედავად ამისა არ გატარებულა პრევენციული ღონისძიებები. 

რაც ვნახეთ ეს იყო არადამიანური დამოკიდებულება გარდაცვლილის ოჯახის მიმართ და უპატივცემულობა გარდაცვლილის, რა თქმა უნდა ყევლას გვსურს ექსპერტიზის შედეგები, მაგრამ ეს ფორმა იყო უპატივცემულობა გარდაცვლილის და ოჯახის მიმართ და შეიძლებოდა უფრო ადამიანურად მომხდარიყო ეს ყველაფერი", - ამბობს ნინო ლომჯარია

მსგავსი სიახლეები