ბოდიშს ვიხდი, მე ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის სიცოცხლე - ვატო წერეთელი

11.07.21 16:39
ბოდიშს ვიხდი, მე ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის სიცოცხლე - ვატო წერეთელი

ბოდიშს ვიხდი, მე ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის სიცოცხლე - ეს განცხადება  "ტვ პირველის" დამფუძნებელმა  ვატო წერეთელმა გააკეთა და საზოგადოებას სოლიდარობისკენ  მოუწოდა.

მინდა განსაკუთრებით მივმართო მშობლებს, დღეს ჩვენ არაფერი დაგვრჩა გარდა სოლიდარობისა. გამოდით მშობლებო, მე როგორც ერთი მშობელი აქ ვდგავარ რომ დავიცვა ჩემი შვილების სიცოცხლე. მე ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე, ბოდიშს ვუხდი მე მის ოჯახს, ჩემ თავს დამნაშავედ ვთვლი, ბოდიშს ვუხდი მშობლებს, მის მეგობრებს, ნათესავებს, მე ვერ დავიცავი ჩემი თანამშრომლის სიცოცხლე, არაფერი აღარ დაგვრჩა გამოდით და ერთად გავაპროტესტოთ ის უსამართლობა", - ამბობს ვატო წერეთელი.