მსუყე დანამატები მოსამართლეებისთვის - იმნაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭომ მოუწოდებს, კანონის ცვლილების საკითხი დააყენოს

23.04.24 14:28
მსუყე დანამატები მოსამართლეებისთვის - იმნაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭომ მოუწოდებს, კანონის ცვლილების საკითხი დააყენოს

მილიონ სამასი ათას ლარზე მეტი სახელფასო დანამატები სასამართლო "კლანს"- "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორს, გურამ იმნაძეს აინტერესებს, როდესაც მოსამართლეებს, მაგალითად ნინო ქადაგიძეს, თითზე ჩამოსათვლელი საქმე აქვს განხილული, რატომ უნდა გამოუწეროს თავის თავს ამხელა დანამატი.

იმნაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, დააყენოს ამ კანონის ცვლილების საკითხი და მათ შორის, ასევე ითხოვს პოლიტიკურ დონეზე, პარლამენტში ამ საკითხზე გააჟღეროს პოზიცია, რომ მოსამართლეების ხელფასები კანონის დონეზე უფრო სამართლიანად უნდა იყოს გაწერილი.

ყველაზე მსუყე დანამატები ხვდებათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც, როგორც წესი არ განიხილავენ ხოლმე საქმეებს საერთოდ და წლები შეიძლება გავიდეს, რომ მათ თითზე ჩამოსათვლელი საქმე ჰქონდეთ განხილული და ასევე სამოსამართლო დანამატის მიღმა, ისინი იღებენ ისუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დანამატსაც. ნინო ქადაგიძე არის კარგი მაგალითი, იმიტომ, რომ ის იღებს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, როგორც მოსამართლის დანამატს, ასევე, რადგან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ასევე საბჭოს წევრობისთვის, თუმცა, რეალურად, ის არც საქმეებს არ განიხილავს, როგორც მოსამართლე და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრებსაც ხშირად არ ესწრება ხოლმე. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რატომ იმსახურებს ეს ადამიანი დანამატებს და განსაკუთრებით, ეს კითხვა ლეგიტიმურია, იმ ფონზე, ის ორივე შემთხვევაში, თვითონ უწერს საკუთარ თავს დანამატებს. უმჯობესია, რომ საბჭომ დააყენოს ამ კანონის ცვლილების საკითხი და მათ შორის, პოლიტიკურ დონეზე პარლამენტში ამ საკითხზე გააჟღეროს პოზიცია, რომ მოსამართლეების ხელფასები კანონის დონეზე უფრო სამართლიანად უნდა იყოს გაწერილი", - ამბობს გურამ იმნაძე. 

მოსამართლეები, ვისი გადაწყვეტილებებიც ეჭვქვეშ არის დაყენებული და კორუფციის გამო დაასანქცირეს, ფულად ჯილდოს მიიღებენ. კლანის ერთგულებისთვის მურუსიძის დაჯგუფება მოსამართლეების გულის მოგებას ამჯერად სახელფასო დანამატებით ცდილობს. გადაწყვეტილება მიღებულია - მიმდინარე თვეში მოსამართლეების სახელფასო დანამეტებისთვის მილიონ სამასი ათასი ლარზე მეტი დაიხარჯება. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო.

პრემიას მიიღებს მიხეილ ჩინჩალაძეც - შტატების მიერ კორუფციისთვის სანქცირებული სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც 4 წლის განმავლობაში არცერთი საქმე არ განუხილავს.

მსგავსი სიახლეები