როგორ აიძულებს ხელისუფლება საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს აქციაზე თბილისში ჩამოსვლას (ვიდეო)
სკოლის დირექტორები, აიპების ხელმძღვანელები, სოფლის რწმუნებულები და მათი ოჯახის წევრები - დიდი მობილიზაცია პარტიული დავალების შესასრულებლად აჭარასა და გურიაში.
„პირველებს“ რეგიონებში საჯარო მოხელეები უდასტურებენ, რომ რუსული კანონის მხარდასაჭერად აქციაზე წასაყვანი ხალხის მობილიზების დავალება პარტიისგან მიიღეს და სამზადისიც დაწყებულია.
თითო სოფლიდან მინიმუმ 30 კაცი, 29 აპრილს თბილისში უნდა ჩამოიყვანონ. აქციაზე სავალდებულო დასწრების გარდა ირკვევა, რომ წინასწარ არის შეთანხმებული მესიჯ-ბოქსიც, თუ რომელიმე საჯარო მოხელე დამოუკიდებელი ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდება.
ერთ-ერთი, ვინც "ტვ პირველმა" ჩაწერა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აიპ სპორტული ცენტრის დირექტორია. ის სხვა საჯარო მოხელეების მსგავსად, არ უარყოფს, რომ ხელისუფლებისგან დირექტივა მიიღო და 29-ში აქციისთვის ხალხის მობილიზაციას ეწევა.