ძღვენი მორჩილებისთვის - მოსამართლეებისთვის მილიონ 300 ათასი ლარის პრემია დარიგდება
ძღვენი მორჩილებისთვის - მოსამართლეებისთვის მილიონ 300 ათასი ლარის პრემია დარიგდება. ხელისუფლება წინასაარჩევნოდ სისტემის გულის მოგებას ცდილობს. იუსტიციის საბჭოს გულუხვ სჩუქარს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები მიიღებენ. თანხა სოლიდურია. ხელფასის 100%-იანი ოდენობა, რაც, დაახლოებით, 5 ათასი ლარია. ვისზე უნდა განაწილდეს დანამატები ამას პირადად კლანის ბოსები წყვეტენ.
იუსტიციის საბჭოს შეუძლია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მათ მორჩილ მოსამართლეს სრული პრემია გამოუწეროს იმ შემთხვევაშიც კი თუ თემიდას მსახურს თვეების განმავლობაში არცერთი საქმე არ განუხილავს. ასეთი, მაგალითად, მიხეილ ჩინჩალაძეა, რომელიც ხელფასსა და პრემიას არაფრის კეთებაში იღებს. ეს იმ დროს, როდესაც სასამართლოებში პროცესები თვეობით იწელება იმის გამო, რომ მოსამართლეებს ერთდოულად უამრავი საქმე აწერიათ.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.