მუსლიმთა შეიხს სახე დაუსერეს და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს - ვინ დაესხა თავს სასულიერო პირს?

23.04.24 20:50
მუსლიმთა შეიხს სახე დაუსერეს და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს - ვინ დაესხა თავს სასულიერო პირს?

 

 

მუსლიმათა შეიხზე შეირაღებული თავდასხმა მისმა დეიდაშვილმა დაგეგმა. ქურბანოვი ჯერ მოტყუებით საგანაგებოდ შერჩეულ ადგილზე გაიყვანეს, შემდეგ კი რამდენიმე პირმა მას ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა და სახე დაუსერა. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა. 

შს სამინისტროს სისხლიანი ანგარიშსწორების ყველა ფიფგურანტი იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, არადა, სახეზეა ჯგუფური ანგარიშსწორება. დაზარალებულ შეიხი ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მის ოჯახს კი ეჭვი აქვს, რომ დამნაშავეებს გავლენიანი მფარველები ჰყავს და ახლა შს სამინისტრო ამ ამბის ჩაფარცხვას ცდილობს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.