განიხილება ზედოზირების ვერსიაც - შსს გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე

11.07.21 17:17
განიხილება ზედოზირების ვერსიაც  - შსს გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს რა ვერსიაზე მუშაობს ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე, თუმცა მამუკა ჭელიძის თქმით, გამოძიება ზედოზირებით გარდაცვალებას განიხილავს.

"არ იქნება სწორი, როდესაც გამოძიებამ წინასწარ ზედოზირებაზე ისაუბროს, თუმცა ეს ვერსია განიხილება", - ამბობს მამუკა ჭელიძე. 

აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეოს გამოკითხვები იმ პირების ვისთანაც გარდაცვლილს ჰქონდა შეხება ბოლო პერიოდში, ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშუტს, მარშუტის ამსახველ კადრებს. ვთხოვთ, გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოსთან და  მიაწოდონ მობილური ტელეფონი, რადგან შესაძლებელია, მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ასევე ვასაჯარავოებთ მისი გადაადგილების  კადრებს რაც ამ დროისტვსი არის მოპოვებული. ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მეგობართან ერთად  გადაადგილდებოდა თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე. შსს თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან", - ამბობს მამუკა ჭელიძე.

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც მათი თქმით, გუშინ არის ჩაწერილი.