შოკირებული ვარ ოპერატორის გარდაცვალებით, რომელსაც თავს დაესხნენ - ნიდერლანდების ელჩი

11.07.21 18:10
შოკირებული ვარ ოპერატორის გარდაცვალებით, რომელსაც თავს დაესხნენ - ნიდერლანდების ელჩი

საქართველოში ნიდერლანდების ელჩი Twitter-ზე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას აზიარებს და წერს, რომ მის შინაარსს სრულად იზიარებს.

მაიკე ფონ კოლდმანი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და  აცხადებს, რომ  მომხდარით შოკირებულია. 

ჩემი სრული მხარდაჭერა ამ განცხადებას. შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ.ვუსამძიმრებ  მის ოჯახს. ვგმობ ყველანაირ ძალადობას, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ძალადობას, რომელიც ინსპირირებულია ჰომოფობიით",- წერს მაიკე ფონ კოლდმანი.