პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების საქმეების განხილვას სასამართლო მაინც აგრძელებს - HRC

24.04.24 12:28
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების საქმეების განხილვას სასამართლო მაინც აგრძელებს - HRC

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების საქმეების განხილვას სასამართლო მაინც აგრძელებს. კვლევას "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ასაჯოებს. იურისტები ამბობენ, რომ ეს ქმედება პრეცედენტულია, რადგან არ არსებობს შემთხვევა, როცა პრეზიდენტის შეწყალებულმა ადამიანებმა დავა ზემდგომ ინსტანციებში გააგრძელეს. საუბარია, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სასამართლოში საქმეების წარმოება პოლიტიკურად მიმდინარეობს.

აქამდე სასამართლოში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც შეძლეს საქართელოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ საერთო სასამართლოებში გაგრძელებულიყო საქმის განხილვა და გაესაჩივრებინათ შეწყალებულ მსჯავრდებულებს თავინათი განაჩენები. ჩვენ ამ დოკუემნტშიო დასახელებული გვაქვს 4 საქმე - გიგი უგუალავას, ნიკა გვარამიას, გიორგი რურუას და ასევე ირაკლი ოქრუაშვილის საქმეები. აქედან ორ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ვამბობთ, რომ გიგი უგულავას და ნიკა გვარამიას შეწყალების აქტი გამოიცა მას შემდეგ, როდესაც უზენაეს სასამართლოში საქმე უკვე დასრულებული იყო, შესაბამისად, მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ზედმგომ ინსტანციებში გაესაჩივრებინათ თავიანთი განაჩენები, ხოლო გიორგი რურუას და ირაკლი ოქრუაშილის შეწყალების აქტი ვინაიდან იმ ეტპაზე გამოიცა, როდესაც პირველი ინსტანციის ნაწილი იყო მხოლოდ გამოსული, ამ შემთხვევაში მათ შესაძლებლობა მიეცათ, რომ სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაესაჩივრებინათ, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.