მესტიის მერი დეკლარაციაში საკუთარ ქონებასა და შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს - TI

24.04.24 12:41
მესტიის მერი დეკლარაციაში საკუთარ ქონებასა და შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს - TI

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებასა და შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაში 7 ქონებაა, რომელთა დეკლარირება არ გაუკეთებია.

  • 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება
  • 57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს
  • 11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში - თანასაკუთრება 
  • 8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - თანასაკუთრება
  • 11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება
  • 3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში - საკუთრება
  • 357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება

ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს, რათა შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.