ლაზარე გირგორიდისი ციხეს დღეს დატოვებს
გადამწყვეტი წუთების ათვლა დაწყებულია - ლაზარე გირგორიდისი ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ გლდანის ციხეს დღეს დატოვებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული აქტივისტის შეწყალებას ხელი პრეზიდენტმა სავარაუდოდ, ოფიციალურად უკვე მოაწერა.
ორბელიანის სასახლეში მოსამართლე ზვიად შარაძის დასაბუთება ადვოკატებმა ამობეჭდილი მიიტანეს. რისთვის გაუშვა ციხეში 9 წლით 22 წლის აქტივისტი სარეზოლუციო ნაწილის დასაწერად მოსამართლეს 12 დღე დასჭირდა.
მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში დაანონსა, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს.