რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

11.07.21 18:44
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

"გადადგეს მკვლელი მთავრობა" -  რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხალხმრავლობის გამო საავტომობლო მოძრაობა გადაკეტილია.

პარლამენტთან იმყოფებიან ჟურნალისტები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და სხვა მოქალაქეები.

 აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს  პარლამენტის წინ ყვავილები მიაქვთ და ამ ფორმით ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებია: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს და  5 ივლისის  ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა.