"ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ" - ლაზარე დაკავებაზე, რუსულ კანონზე და ციხეში არსებულ მდგომარეობაზე

24.04.24 16:37
"ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ" - ლაზარე დაკავებაზე, რუსულ კანონზე და ციხეში არსებულ მდგომარეობაზე

საპატიმროდან გამოსული ლაზარე გრიგორიადისის პირველი ინტერვიუ ჟურნალისტებთან - მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ბიჭი ციხეში გატარებულ 1 წელსა და ერთ თვეს და მისი დაკავების მომენტს კამერების წინ პირველად იხსენებს.

"არ ვუჯდებოდი მანქანაში პოლიციას და წინ ვეძახდი ავტობუსში ხალხს, რომ დამხმარებოდნენ" - ამბობს ახალგაზრდა და სამართალდამცველებს ზეწოლაში ადანაშაულებს.

გრიგორიადისი პირდაპირ ამბობს, რომ პოლიციელები აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრების დაჭერით ემუქრებოდნენ.

"მმართველმა პარტიამ კრიმინალური ხატი შექმნა" - ამბობს ლაზარე "პირველების" კითხვის საპასუხოდ. 

დიდი ალბათობით, ხელისუფლებამ მე იმიტომ ამირჩია, რომ წინა საქმე მქონდა სისხლის სამართლის საქმე, ის გააცოცხლეს და ერთიანად რაღაც კრიმინალური ხატი შექმნა მმართველმა პარტიამ.  ციხეში ყოფნისას, უფრო მობილიზებული ვიყავი იმაზე, თუ აქ რას გავაკეთებდი, ან რისი გამოყენება შემეძლებოდა. თქვენ გიყურებდით, როგორ საქმიანობდით. ვხატავდი, ვწერდი. " - ამბობს ახალგაზრდა.

ლაზარემ მის დამკავებელ პოლიციელთა შორის ის სამართალდამცავიც ამოიცნო, რომელმაც პარლამენტთან ხალხი თეთრი ფურცლების გამო დააკავა: 

ერთ-ერთი პოლიციელი ის არის, თეთრი ფურცლები რომ წაართვა აქტივისტს აქციის დროს. ასეთი რაღაცები ხდება ხშირად. სასამართლოზე ასე ასამართლებენ წვრილმან ხულიგნობაზე, ან პოლიციელი შეურაცხყოფაზე და ეს იყო სისხლის სამართლის საქმეს.

დაკავებამდე, მე მეუბნებოდნენ ასეთ რაღაცას, მომდიოდა ინფორმაცია, რომ შენზე ლაპარაკობენ სამმართველოში პოლიციელები და რა ხდება, რატომ ლაპარაკობენო.

როგორ დამაკავეს არ მახსოვს - ტელეფონში ვიყურებოდი. ტაქსი მყავდა გამოძახებული და მაპზე ვუყურებდი, რამდენ ხანში იქნებოდა ჩემთან. არ ვუჯდებოდი მანქანაში პოლიციას და წინ ვეძახდი ავტობუსში ხალხს, რომ დამეხმარეთ - მეთქი"- თქვა მან. 

ლაზარე გრიგორიადისი მედიასთან საუბრის დროს "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებასაც ეხმაურება. "ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ" - დასძენს მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ბიჭი.

გრიგორიადისი ღიად აცხადებს, რომ ივანიშვილის მთავრობა "ყველაფერზეა წამსვლელი", ხოლო მათი ბოლოდროინდელი ქმედებები მხოლოდ ერთ მიზანს, ქვეყანაში "ავტორიტარიზმის გაძლიერებას" ემსახურება.

სამოქალაქო აქტივისტი რუსული კანონის შემობრუნებას "ქართული ოცნების" შიშით ხსნის. 

ასე პირდაპირ თუ გაბედავდნენ კიდევ ამ კანონის შემობრუნებას არ ველოდი, მაგრამ გაბედეს. გაუფასურებაა არის. უკვე ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელია ისეთ მდგომარეობაშია. თან წინასაარჩევნო პერიოდია და დიდი ალბათობით, მაგის ბრალია. ჩემი აზრით, როდესაც ყველაფერზე მიდიხარ სუსტად ხარ უკვე და ყველაფერს რისკავ. ყველანაირი გზით ცდილობს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და ავტორიტარიზმი გააძლიეროს ქვეყანაში. მე მგონია, რომ ხელისუფლებას ამ ომს მოვუგებთ", - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

ფოტო: IPN.GE