მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე - გრიგორიადისი
მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე - ციხიდან გამოსული ლაზარე გრიგორიადისი ზეწოლაზე საუბრობს.
მისი თქმით, პოლიტიზირებული სასამართლოდან გამომდინარე, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა 9 წლიანი პატიმრობის მისჯა.
"ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და დავთანხმდი ყველაფერზე, რადგან სხვა გზა აღარ მქონდა" - ამბობს ლაზარე.
ლაზარემ გლდანის N8 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.
აქამდე პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა.