შეხვდება თუ არა პრეზიდენტი ლაზარეს - აქტივისტს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის სურვილი აქვს
ციხიდან გამოსული ლაზარე გრიგორიადისი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს.
22 წლის აქტივისტი ამბობს, რომ უნდა პირადად გადაუხადოს მადლობა სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა მინდა, თან მინდა მას პირადად გადავუხადო მადლობა", - განაცხადა გრიგორიადისმა.
ლაზარემ გლდანის N8 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 12 აპრილს გამოაცხადა. მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა.
აქამდე პრეზიდენტი შეწყალების აქტს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა.