"ჩაგუნავას გამოაქვს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რასაც კლანი ავალებს" - ხასაიას ადვოკატი
გელა ხასაიას ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე მოსამართლეს პოლიტიზიბაში ადანაშაულებს - პარტია "გირჩის" წევრის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ კობა ჩაგუნავა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.
"რასაც კლანი ავალებს, იმ გადაწყვეტილებას იღებს" - ამბობს ადვოკატი და იქვე დასძენს, რომ მოსამართლე ე.წ. სასამართლო კლანთან დაახლოებული პირია.
ჩაგუნავას არაერთხელ გამოუტანია გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ კლანისგან იყო დავალებული. ჩაგუნავას არასდროს არ გამოაქვს მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება. გამოაქვს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მას არ აინტერესებს არც მტკიცებულებები, მხოლოდ გამოაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ავალებს კლანი, რადგან ის ცნობილია, კლანის მოსამართლეებთან ახლო, მეგობრულ ურთიერთობაში", - ამბობს ადვოკატი.
17 აპრილს რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების საქმეების განხილვა სასამართლომ დაიწყო - ამ წუთებში მოსამართლე, კობა ჩაგუნავა პარტია "გირჩის" წევრის, გელა ხასაიას საქმეს იხილავს.