გაჩვენებთ როგორია მედიის ძალა, განახებთ როგორია გაბრაზებული მედია - ეკა მიშველაძე

11.07.21 19:22
გაჩვენებთ როგორია მედიის ძალა, განახებთ როგორია გაბრაზებული მედია - ეკა მიშველაძე

ტვ პირველის ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ეკა მიშველაძემ მთავრობას რუსთაველიდან მიმართა და გადადგომისკენ მოუწოდა. 

მადლობა ვინც გულშემატკივრობს ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში, ქვეყანას სადაც ჟურნალისტებს მუშაობსი დროს კლავენ და ლექსო მოკლეს, არანაირი ექსპერტიზა არაფერს აზრი არ აქვს. არ გავაშუქებთ არაფერს თქვენსას თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს,  ეხლა გაჩვენებთ როგორია მედიის ძალა, ეხლა გაჩვენებთ რაც ვერ გააკეთა 9 წლის განმავლობაში ვერავინ, ჩვენ გავაკეთებთ, მედია გააკეთებს, განახებთ როგორია გაბრაზებული მედია. მედია, რომჯელიც გიფრთხილდებოდათ, ეთერში გიწვევდათ და თქვენ არ მოდიოდით და თქვენგან წიხლის გარდა არაფერი მიგვიღია. საბოლოოდ მივიღეთ ის რომ მოკალით 36 წლის უდანაშაულო ბიჭი, ამას ვერ გაამართლებთ უნდა წახვიდეთ, უნდა დასრულდეს და ღარიბაშვილი მართლა გეყოს ძალა ახალგაზრდა კაცი ხარ შენ თვითონ წადი, წაიყვანე შენი მარიონეტები ბიძინა ივანიშვილი", - მიმართა ეკა მიშველაძემ მთავრობას.