აქციების დროს დაკავებულების "პოლიტიკური სასამართლო"

24.04.24 20:08
აქციების დროს დაკავებულების "პოლიტიკური სასამართლო"

 

აქციების დროს დაკავებულების "პოლიტიკური სასამართლო".  ოცნებას ყველაზე მეტად  სპეცრაზმელების სისასტიკის ამსახველი კადრების გასაჯაროვების ეშინია. ამიტომ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მთავარი მტკიცებულებების, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებაზე უარი თქვა და  ლელოს გენერალურ მდივანს 2500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის  მოწმე პოლიციელმა ჩვენება დარბაზში რამდენჯემე  შეცვალა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ სამართლდამცველს ირაკლი კუპრაძე თავად არ დაუკავებია და არც მისი გინება გაუგია. 

კობა ჩაგუნავა კლანის ნდობით აღჭურვილი მოსამართლეა, ამიტომ, დაკავებულები ამბობენ, რომ აქციების მონაწილეების პროცესებიც მას დააწერეს. მათ შორის პარტია გირჩის წევრის საქმეც. გელა ხასაიას პროცესზე  მოწმე პოლიციელებმა ისიც კი ვერ გაიხსენეს სად დააკავეს ხასაია. სამართალდამცველები ერთ ადგილს ასახელებდნენ, დაკავების ოქმში კი სულ სხვა მისამართია მითითებული. თუმცა არც ეს გარემოება აღმოჩნდა  დამაბრკოლებელი მოსამართლისთვის და სამოქალაქო აქტივისტს 2600 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.