სისხლიანი ანგარიშსწორება ახატნის ტყეში - მონაწილეობდა თუ არა კონფლიქტში ჭოპორტის რწმუნებულის მამა?

24.04.24 20:49
სისხლიანი ანგარიშსწორება ახატნის ტყეში - მონაწილეობდა თუ არა კონფლიქტში ჭოპორტის რწმუნებულის მამა?

 

სისხლიანი გარჩევა ახატანში - ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაპირისპირება შინვუდის დასახლებაზე მომუშავე პერსონალს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი დაჭრილსა და ჭოპორტის რწმუნებულის მამას შორის დაიწყო. "პირველებს" წყარო უყვება, რომ მოგვიანებით საქმეში თავად რწმუნებულიც, დათო ჩანადირიც ჩაერთო, რაც ახატნის ტყეში სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. 

დაჭრილს ორი ტყვია აქვს ნასროლი კიდურებში. პოლიციას გამოძიება ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების მუხლით აქვს დაწყებული, თუმცა დანაშაულიდან 6 დღის შემდეგაც სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. მომხდარზე დუშეთის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ. თავად ჭოპორტის რწმუნებული კი დღეს ჩვენს კამერას დაემალა და "პირველების" გადამღებ ჯგუფს აგრესიული ნათესავები დაახვედრა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.