სასამართლომ გელა ხასაიას 2 600, ხოლო ოთარ მურველაშვილს 2 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24.04.24 19:41
სასამართლომ გელა ხასაიას 2 600, ხოლო ოთარ მურველაშვილს 2 300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.

პარტია "გირჩის" წევრს, გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმის, ხოლო ოთარ მურველაშვილის 2 300 ლარის გადახდა მოუწევთ.

ასევე, დაკავებული სამი სამოქალაქო აქტივისტის სასამართლო პროტესტი გადაიდო. მომდევნო სხდომა 26 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, დღეს სასამართლო რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების საქმეებს განიხილავდა. გელა ხასაიას პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავება, თუმცა მტკიცებულებების გარეშე დღეს ხასაიას წინააღმდეგ სასამართლოში მიიყვანეს პოლიციელები, რომლებმაც მისი დაკავების ადგილიც კი ვერ გაიხსენეს.