ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის თვითმკვლელობამდე მიყვანა - დაკავებულია ადვოკატი ლევან ჭელიძე

24.04.24 21:10
ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის თვითმკვლელობამდე მიყვანა - დაკავებულია ადვოკატი ლევან ჭელიძე

ადოვოკატი ლევან ჭელიძე დააკავეს - უფლებამდაცვლეს ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის თვითმკვლელობადე მიყვანას ედავებიან.

"პირველებს" შსს-ში უთხრეს, რომ ჭელიძე ორი მუხლით - 115-ე თვითმკვლეობამდე მიყვანის და 151-ე პრიმა, ადევნების მუხლით არის დაკავებული.

ცნობისთვის, 2023 წლის 18 ოქტომბერს, ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ თვითდაზიანებები ქუთაისში, სუს-ის წინ მიიყენა.

მაშინ ის ამბობდა: მივიღე გადაწყვეტილება...... ნუ შეგეშინდებათ, მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში. … ერთს მაინც გავაკეთებ, გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანს, რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლნი არიან.  ყველანი მიყვარხართ",- ამ სიტყვებით მიმართა მან საზოგადოებას სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში.