აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს
შსს-ს განცხადების მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ახალგაზრდები დედაქალაქის მთავარ გამზირზე ლაზარე გრიგორიადისს ელოდებიან.
შსს-ს ვეტყვი, მოდით, თქვენც შემოგვიერთდით. რაც უფრო მეტი პოლიციელი იქნება აქციაზე, ჩვენი უსაფრთხოება მით უფრო დაცული იქნება. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. რუსთაველიც გადაიკეტება, ხელისუფლებაც შეიცვლება და დავამთავრებთ ოლიგარქიულ მმართველობას. ამ ხალხს არ უნდა რუსეთში გაღვიძება", - ამბობს სტუდენტი.
სტუდენტები აპირებენ მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, მათ გეგმებში შედის პროტესტი შს სამინისტროსთანაც, ასევე გაიჟღერა ინფორმაციამაც, რომ აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მივიდნენ.
ცნობისთვის, შსს-ს დღეს განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ თუ რუსთაველის გამზირს გადაკეტავდნენ, მოხდებოდა მათი იდენტიფიცირება და შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძებების გატარება.