დღევანდელმა მთავრობამ ვერ გათვალა, ეს ახალგაზრდები ბედნიერებაზე ორიენტირებული ხალხია - ბუღაძე

24.04.24 22:29
დღევანდელმა მთავრობამ ვერ გათვალა, ეს ახალგაზრდები ბედნიერებაზე ორიენტირებული ხალხია - ბუღაძე

ჩემი თაობა მსხვერპლის ხალხი იყო, ეს ახალგაზრდები ბედნიერებაზე ორიენტირებულია - მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა წინა თაობისგან ბრძოლის მეთოდით განსხვავდება, თუმცა მიზანი ყველა თაობის ახალგაზრდობაში ერთია და ეს დამოუკიდებელი საქართველოა. 

დღევანდელმა მთავრობამ ვერ გათვალეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა - მე ბევრი სტუდენტი მყავს და მიყვარს მათთან ურთიოერთობა, დღევანდელი ახალგაზრდები ბედნიერებაზე ორიენტირებული ხალხია.

ჩემი თაობა მსხვერპლის ხალხი იყო, ესენი ბედნიერების ხალხია, მაგრამ მიზანი ერთია - დამოუკიდებელი საქართველო.

ჩვენ დროს მოდიოდა იდეალები, რომ ბოლომდე შევაკვდებით, დღევანდელ ახალგაზრდებში კი წამყვანი არის ბედნიერების მოტივები", - ამბობს გია ბუღაძე "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში.