"ოცნების" ოფისი სამართალდამცველების ალყაშია
"ოცნების" ოფისი სამართალდამცველების ალყაშია - მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ, მათ გზად "ოცნების" ცენტრალური ოფისი უნდა გაევლოთ, ამიტომ, როგორც ჩანს ხელისუფლებას აქციის მონაწილეების შეეშინდა შსს სრულ მობილიზებაზე გადაიყვანა, რის შემდეგაც მმართველი პარტიის ოფისთან სამართალდამცველების ჯარი ჩააყენა.
"მონებო" სკანდირებენ "ოცნების" ოფისთან მისული აქციის მონაწილეები.
რუსული კანონის მოწინააღმდეგებმა მშვიდობიანი მსვლელობა ევროპის მოედნისკენ განაგრძეს.