აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ

24.04.24 23:11
აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ

აქციის მონაწილეები მსვლელობით უკვე ევროპის მოედანზე მივიდნენ. ახალგაზრდები სკანდირებენ "საქართველო" .

ადგილზე წუთი-წუთზე ელოდებიან ლაზარე გრიგორიადისს.

შს სამინისტროს მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, ევროპის მოედანზე მოძრაობა სრულად პარალიზებული. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ და "ოცნების" ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.