არ გვისაუბრია, ახლაც ლაზარე აქციაზე წაიყვანეს - გრიგორიადისის დედა

24.04.24 23:52
არ გვისაუბრია, ახლაც ლაზარე აქციაზე წაიყვანეს - გრიგორიადისის დედა

ლაზარე გრიგორიადისი აქციაზე წავიდა - ახალგაზრდა აქტივისტი სულ მალე შეუერთდება რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს.

ამის შესახებ ლაზარეს დედამ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თუ რას აპირებს მარტის აქციების აქტივისტი, დედამ ჯერ არ იცის, რადგან შვილთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა ის კი ნამდვილად იცის, რომ ბრძოლა ბოლომდე იქნება.

ჯერ არეულები ვართ, არ გვისაუბრია საერთოდ, თუმცა იმ განწყობაზეა, რომ იბრძოლებს ბოლომდე. ახლაც ლაზარე აქციაზე წაიყვანეს. 

არ უნდა შეგვეშინდეს, ძალა ერთობაშია.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მადლობელი ვარ მისი, რომ მან შეიწყალა ჩემი შვილი. მართლა სიტყვებით ვერ გამოვხატავ, ისეთი გაარებული ვარ პრეზიდეტის გადაწყვეტილებით", - თქვა ლაზარეს დედამ