შსს-ს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის კვლავ გადაკეტვის უფლება არ მისცეს

25.04.24 00:22
შსს-ს თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის კვლავ გადაკეტვის უფლება არ მისცეს

გზის სავალი ნაწილი შსს-ს თანამშრომლებმა გაათავისუფლეს - რუსთაველზე მოძრაობა სრულად აღდგა.

აქციის მონაწილეებს პოლიციამ არ მისცა შესაძლებლობა, რომ სავალი ნაწილი გადაეკეტათ და საავტომობილო გზაზე ყოფილიყვნენ.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე იმყოფება მარტის აქციების ცნობილი, წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა, რომელიც ამბობს, რომ პოლიცია მათ ჯარიმებით ემუქრებოდა.

აქტივისტი ამბობს, რომ ამით ვერ შეაშინებენ.

ადგილზე იმყოფება ასევე, სტეფანესა და მაია დარსმელიძის შვილიც.