"ერთმანეთთან შეუსაბამო ტყუილს ამბობენ" - ახალი დეტალები სკოლის მოსწავლის სასამართლო პროცესიდან

25.04.24 13:33
"ერთმანეთთან შეუსაბამო ტყუილს ამბობენ" - ახალი დეტალები სკოლის მოსწავლის სასამართლო პროცესიდან

ამ წუთებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული მე-12 კლასელი ბიჭის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - სანდრო ჯოხაძე ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები სიცრუეზე იყო აგებული.

"ერთი ამბობს, რომ პოლიციელების მიმართ ვიგინებოდი, მეორე ამბობს, რომ პოლიციელების მიმართ არ ვიგინებოდი" - აცხადებს ახალგაზრდა და განმარტავს, რომ მოწმედ წარდგენილი ერთ-ერთი სამართალდამცავი საერთოდ არ ეცნობა.

სკოლის მოსწავლე უსამართლო მართლმსაჯულების სისტემაზე საუბრობს და ღიად ამბობს, რომ საქართველოს სასამართლო, მხოლოდ და მხოლოდ, "სიმბოლურია".

ჩემი დაკავების პროცესი შემდეგნაირად მოხდა. სპეცრაზმელებმა მცემეს, შემდეგ გამატარეს კორდონი. ვიხილე ერთ-ერთი დამკავებელი, რომელიც მოწმედ იყო წარმოდგენილი, ხოლო მეორე მოწმე სახეზე საერთოდ არ მყავს ნანახი. რელიგიაზე იფიცებიან და უღმერთოდ ყველანაირ ტყუილს ამბობენ. ერთმანეთთან შეუსაბამო ტყუილს ამბობენ თან. ერთ-ერთი ამბობს, რომ პოლიციელების მიმართ ვიგინებოდი, მეორე ამბობს, რომ პოლიციელების მიმართ არ ვიგინებოდი. ერთი ამბობს, რომ სპეცრაზმმა შემიყვანა და მეორე ამბობს, რომ თავად დამაკავეს. თემიდას ქანდაკება დგას იმ დარბაზში და თვალებზე აქვს თემიდას შემოხვეული, რადგან ვერ ხედავს. საქართველოს სასამართლო მართლა სიმბოლურია. ვერ ხედავს, ოღონდ სასწორი ცოტა აქეთ უნდა იყოს გადახრილი. არანაირი იმედი სასამართლოსი შეუძლებელია, რომ გქონდეს", - ამბობს სანდრო ჯოხაძე.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სკოლის მოსწავლის ძმა, გიორგი ჯოხაძეც დაიკითხა, რომელიც "ოცნების" ინიციატივის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ერთ-ერთი დაკავებული პირია. გიორგი ჯოხაძე პროცესზე საკუთარი ძმის მოწმე იყო.