ქუთაისის სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი დამნაშავედ ცნო
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი დამნაშავედ ცნო. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, მწვრთნელმა ქალი ფეხბურთელების მიმართ თაღლითობა ჩაიდინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
ირკვევა, რომ საერთო ჯამში, ქალი ფეხბურთელების მიმართ მიყენებულმა ზიანმა 22000 ლარზე მეტი შეადგინა.
მწვრთნელი მოტყუებით, სხვადასხვა საფუძვლით ითხოვდა ქალი ფეხბურთელებისგან თანხის შეგროვებას, ასევე, ხელფასის ნაწილის დაბრუნებას.
საერთო ჯამში, ქალი ფეხბურთელების მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 22000 ლარზე მეტი." -წერს ორგანიზაცია რომლის იურისტებიც ქალი ფეხბურთელების ინტერესებს იცავდნენ.