"სად ბანაობ შვილო!" - ბაბუა შვილიშვილის წინააღმდეგ და საჯარო დაპირისპირება ყიფშიძეებში
რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლამ ყიფშიძეების ოჯახში საჯარო დაპირისპირება გამოიწვია. ნატალია ყიფშიძის ახალგაზრდებთან ერთად ევროპული მომავლისთის ქუჩაში დგომამ და "ტვ პირველის" ეთერში, კერძოდ, გადაცემა "რეაქციაში" გაკეტებულმა განცხადებებმა ბაბუა, მსახიობი ზურა ყიფშიძე გააბრაზა.
ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა, გაერკვიეთ ? გაახილეთ თვალები და დაცქვიტეთ ყურუშკები !? შენ, ჩვენი თაობის, მუსიკის მოყვარული!? საოცარია? ასე, ვინ დაგაბოლათ ? ნაღვლიანად ვარ ! სამწუხაროა!?"- დაუწერა ზურა ყიფშიძემ შვილიშვილს კომენტარებში.
ნატალია ყიფშიძემ სახალხოდ დაწერილი კომენტარის გამო ბაბუა გააკრიტიკა და უთხრა, რომ ისიც ბევრ რამეში არ ეთანხმება ზურა ყიფშიძეს.
მეც ნაღვლიანად ვარ ბა. მოგეწერა ან დაგერეკა ასე თუ შეგტკივა გული. მეც არ გეთანხმები მაგრამ არ მოგმართავ განსაკუთრებით სახალხოდ. სამწუხაროა ნამდვილად", - დაწერა ნატალია ყიფშიძე,